saqarTvelos uReltexilebi - loqis uReltexili
კოორდინატები | 41°13`10` ჩ. გ. 44°22`02` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1838 მ |
ქედი | ლოქის ქედი |
აკავშირებს | მაშავერისა და დებედის აუზებს |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანები |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე და მდელოები |
უღელტეხილი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლოქის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1838 მ. აკავშირებს მდინარეების მაშავერისა (ხრამის მარკვენა შენაკადი) და დებედის აუზებს. უღელტეხილის მიდამო აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით და სუბალპური მდელოთი.